– 70 წლის იუბილეს ვულოცავ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, უდიდეს ქველმოქმედსა და მეცენატს ბიძინა ივანიშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის წვლილი არაერთი მნიშვნელოვანი ეტაპის თანმხლები და ხშირად განმსაზღვრელიც გახდა თანამედროვე საქართველოს ისტორიულ გზაზე. სწორედ ამ პასუხისმგებლობის განცდა და სამშობლოსადმი ერთგულება აძლევს მის საქმიანობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„70 წლის იუბილეს ვულოცავ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, უდიდეს ქველმოქმედსა და მეცენატს ბიძინა ივანიშვილს. ვუსურვებ მხნეობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას მის ოჯახთან ერთად.

მამულიშვილი – უამრავ ეპითეტს შორის, ალბათ, ესაა ყველაზე სრულად გამომხატველი იმ დამოკიდებულების, გრძნობის, სიყვარულის და ზრუნვის, რაც იყო, არის და იქნება ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების მამოძრავებელი ძალა.

დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან დაიწყო მისი ზრუნვა ქვეყნის გაძლიერებისა და განვითარებისათვის. გამოცდილებისა და შესაძლებლობების ზრდასთან ერთად ფართოვდებოდა ამ ზრუნვის მასშტაბიც – განათლებიდან და კულტურიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურით, სოციალურ მხარდაჭერითა და სახელმწიფოებრივი პროცესების გაძლიერებით გაგრძელებული.

მისი წვლილი არაერთი მნიშვნელოვანი ეტაპის თანმხლები და ხშირად განმსაზღვრელიც გახდა თანამედროვე საქართველოს ისტორიულ გზაზე. სწორედ ამ პასუხისმგებლობის განცდა და სამშობლოსადმი ერთგულება აძლევს მის საქმიანობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

საქართველო ლექსის ქვეყანაა და ერის ადამიანის მრწამსიც არაერთ ტექსტში გადმოცემულა. მათგან ერთ-ერთი გამორჩეული კი მუხრან მაჭავარიანის უკვდავი სიტყვაა,”- წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ