ორშაბათს, 29 იანვარს, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, სავარაუდოდ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
კერძოდ, ჟურნალისტმა რომან ციმბალიუკმა ზალუჟნის „გათავისუფლების“ შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უკრაინას ახალი მთავარსარდალი ჰყავს.
„ჩვენ გვყავს ახალი მთავარსარდალი. უკრაინის პრეზიდენტმა დანიშნა კირილ ბუდანოვი (დაზვერვის სამმართველოს უფროსი) ვალერი ზალუჟნის შემცვლელად“, – დაწერა ჟურნალისტმა ფეისბუკზე.
აღნიშნულ ფაქტს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინფორმაცია ზალუჟნის სავარაუდო გადადგომის შესახებ სიცრუე იყო.
„ძვირფასო ჟურნალისტებო, გპასუხობთ ყველას ერთად. არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.