მედია აკადემიის” დირექტორად ერთი თვის ვადით ტელე-კომპანია “იმედის” წამყვანი გიორგი ფუტკარაძე დაინიშნა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ შორენა შავერდაშვილი “მედია აკადემიის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს — გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ მიიღო.
“მედიაჩეკერის” ინფორმაციით, გულორდავამ თავმჯდომარის პოზიციაზე მოსვლიდან 2 კვირაში სამსახურიდან 10-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა.