“მეფე შეიშალა, ივანიშვილი შეიშალა” – ასე აფასებს “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე “ქართული ოცნების” ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.
ირაკლი კუპრაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი “ძალაუფლებრივი ბერკეტების გამოყენებით ცდილობს, რომ კიდევ უფრო რეპრესიული გახადოს”.
დღეს ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოადნო და შექმნა რეპრესიის ახალი მექანიზმი და ეს არის რაღაც ძალაუფლების მქონე დე ფაქტო ხელისუფალი, რომელიც ზის ძალაუფლების სათავეში იძახის, რომ მე ვარ იმპერატორი და უნდა მაღიარო, ვინც არ მაღიარებს იმას დავწვავ, ციხეში გავუშვებ, ჩამოვახრჩობ და ა.შ.. მეფე შეიშალა, ივანიშვილი შეიშალა და ამ ძალაუფლებრივი ბერკეტების გამოყენებით ცდილობს, რომ კიდევ უფრო რეპრესიული გახადოს.
თუ მიიღეს ეს საკანონმდებლო ცვლილება… არ მგონია [რომ “თუ” ზედმეტია], იმდენად დიდი სიგიჟეა და სისულელეა, რომ რაღაცა შანსები არსებობს,” – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.




