მარინე ბერიძე: ადვოკატს უთხრეს, 10-11-ისთვის გამოვუშვებთო. დღეს დილით, 6 საათზე გამოაგდეს. არავინ არ დახვდა, რასაკვირველია. დაადგა გზას და იარა მერიამდე ფეხით

ენათმეცნიერი მარინე ბერიძე: 
მითხარით, ადამიანებო, ხომ თქვენც ჩემსავით გგონიათ, რომ ყველანაირ ბოროტებას აქვს საზღვარი?
და თქვენც ჩემსავით უმწეობა და სიბრაზე გატირებთ ხოლმე, როცა ცხოვრება ამაში დაეჭვებას გაიძულებთ?
დღეს ამ ბიჭის დაბადებიდან წამებული ცხოვრება უნდა დასრულდეს და ახალი დაიწყოს. ობოლს, ბიოგრაფიაწართმეულს, უთვისტომოს, ეს ახალი ცხოვრება ციხის კარებიდან უნდა დაეწყო, სადაც თავისი ახალი ოჯახის წევრებს – ტატოს, ბაისოს, შიოს უნდა შეხვედროდა.
ვინც არ იცით, გეტყვით მოკლედ: დავით კოლდარი “რუსული კანონის” პროტესტის დროს დაიჭირეს, ვითომ პარლამენტის შენობასთან რაღაც ღობის დაზიანების ბრალდებით. ადვოკატი შეუგზავნეს და აღიარებინეს. ორწელიწადნახევარი მიუსაჯეს. 20 წლისა ციხეში გახდა!!!
მთელი ბრალი სამარტოო საკანში(!!!), ლაითურის ციხეში მოიხადა. იქ შეიძინა ჩემი ბასოს აქტიურობით მომავალი ოჯახი – ჩვენი სახლი, სადაც მოუთმენლად ელოდებიან!
ეს ყველაფერი რასაკვირველია იცოდნენ!!!
ადვოკატს უთხრეს, 10-11-ისთვის გამოვუშვებთო. დღეს დილით, 6 საათზე გამოაგდეს. არავინ არ დახვდა, რასაკვირველია. დაადგა გზას და იარა მერიამდე ფეხით. იქიდან დაურეკა ვიღაც ქალმა ბაისოს, მერიის სკოლასთან გელოდებაო!
უღმერთოებო! ყრუებო და უსინათლოებო! არაფრის და ვერაფრის დამნახავებო! როცა ამ ბოროტების საზღაური განსაცდელი დაგიდგებათ, არ მოგშორდეთ ეს კადრი: სიკეთისკენ მიმავალი, ბოროტებით დაღლილი ბიჭის ჯიუტი ნაბიჯები სოფლის შარაგზაზე.
ბოროტო, ვის თავშიც ეს ვერაგი შურისგება მომწიფდა (სხვანაირად ვერ დავარქმევ)- შეგშურდა არა, ამ უბრალო, დაბადებიდან მხოლოდ თავის თავის იმედზე დარჩენილი ადამიანის სიკეთის, სიმყარის, კაცობის, ადამიანობის …
მაპატიეთ, მეგობრებო ემოციისთვის. ისევ ვტირი.
იცოდნენ, ძაღლთაპირებმა რომ, ციხის კარებთან ახალი ოჯახის წევრები შეხვდებიდნენ, იცოდნენ , როგორ ელოდა ამ სეხვედრას, იცოდნენ რომ გუშინ დამირეკა…
მკითხა, რომელი ყვავილი გიყვარს ყველაზე მეტადო!
გელოდები, დათო! ეს იყოს ბოლო ბორიტება შენს გზაზე.