დათა თავაძე: თავიდან არ ამომდის ეს კადრი, ციხიდან გამოსული დავით კოლდარი სოფლის გზაზე რომ მიდის

რეჟისორი დათა თავაძე:
თავიდან არ ამომდის ეს კადრი, ციხიდან გამოსული დავით კოლდარი სოფლის გზაზე რომ მიდის. არ ვიცი, თვითონ რას გრძნობდა გზაში ის რამდენიმე საათი, მაგრამ ეს გზა, ციხიდან გამოსულმა რომ გაიარა, იმდენად სიმბოლურია, ახსნაც არ ჭირდება.
დიდი რომანიდანაა, ან გაუთავებელი ფილმიდან – თაობის, ან თაობების ამბავია.
აქამდე როგორ მივედით, რომ უსამართლო პატიმრობიდან გამოსული 20 წლის ადამიანი ტელეფონს ეძებს დილის 6 საათზე?
ეს რანაირი სამშობლოა?
ეს რა გაუცხოებაა, რა მიგდებულობაა?
განა ის გზა არ გაიარა დღეს დავით კოლდარმა, რა გზასაც ეს ქვეყანა გადის?
მაგრამ, რა გზაა ეს? საით მივყავართ?
ჩემი ბოლო სპექტაკლიდან:
“იგი მღეროდა მიწაზე, რომელიც გეუბნება, “აქ ვარ”, და მიწაზე, რომელიც ფეხქვეშ გეცლება.”
დროა დავასრულოთ!

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: მამუკა მდინარაძის წასვლის შემდეგ, დაგეგმილი ცვლილებები აღარ განხორციელდება და მისი მასშტაბის ადამიანი აღარ არის მოაზრებული, რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი ერთად უფრო ქმედითი იყო