ვოლოდიმირ ზელენსკი – ირანის რეჟიმის დაუყოვნებლივ შეჩერება უნდა მოხდეს

ირანის რეჟიმის დაუყოვნებლივ შეჩერება უნდა მოხდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ახლა მიუნხენისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ირანელი ხალხის თავისუფლების მხარდასაჭერად ხალხი გამოდის. უკრაინას ირანთან საზღვარი არ აქვს და ჩვენ ირანის რეჟიმთან ინტერესთა კონფლიქტი არასდროს გვქონია, მაგრამ ისინი რუსეთისთვის დრონების მიყიდვას აგრძელებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, „ირანის რეჟიმმა იმაზე მეტი ზიანი გამოიწვია და შეიძლება კიდევ უფრო მეტი გამოიწვიოს, ვიდრე ამ საუკუნეში სხვა რეჟიმებმა“.
„ეს რეჟიმი კი არსებობას ჯერ კიდევ აგრძელებს. როცა ირანის მსგავს რეჟიმებს დროს აძლევენ, ისინი უფრო მეტ ადამიანს კლავენ. მათი დაუყოვნებლივ შეჩერება უნდა მოხდეს. ეს უნდა მომხდარიყო აიათოლას შემთხვევაში, მას შემდეგ რაც მისმა რეჟიმმა ამდენი ომი წამოიწყო. ეს უნდა მომხდარიყო პუტინის შემთხვევაშიც, საქართველოში ომის, სირიის, 2014 წლისა და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ