„თქვენ სჯით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. ეს არის სადამსჯელო აქცია და ვერავინ გავიზიარებთ. საქართველო პატარა ქვეყანაა და არ გვაქვს ფუფუნება, რომ თბილისში არსებული პოტენციალი შევწიროთ თქვენს აკვიატებულ პრინციპს ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ – ლიკა ღლონტი, განათლების ექსპერტი.
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული უმაღლესი განათლების რეფორმაზე დებატები მიმდინარეობს.




