ევროკომისიის სპიკერი მარკუს ლამერტი ადასტურებს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მხარი კომიტოლოგიის პროცესით დაუჭირეს ქართული დიპლომატიური და ოფიალური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას. საქმე ეხება მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტს, მათ მფლობელებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი პასპორტით კვლავ შეეძლებათ.
„ევროსკოპის“ კითხვის პასუხად მარკუს ლამერტმა თქვა, რომ გასულ თვეში კომისიამ ახალი ახალი მექანისმის ფარგლებში დაიწყო პროცედურა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, მიმდინარე კვირის დასაწყისში კი წევრმა ქვეყნებმა დადებითი დასკვნა გასცეს.
2025 წლის დეკემბერში ძალაში შევიდა ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, გამარტივდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი. შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები“.
საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინააღმდეგ 2 ქვეყანა წავიდა – უნგრეთი და სლოვაკეთი.
მარკუს ლამერტი ამბობს, რომ ახალი წესები, ანუ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმი უზრუნველყოფს შეჩერების ერთიან გამოყენებას ყველა წევრ ქვეყანაში.




