პაატა ბურჭულაძე: ყველაზე განსაკუთრევული დაბადების დღე მქონდა შარშან, როდესაც ოპერის სცენა არ დამითმო „ქართულმა ოცნებამ“, წელს ვიღებ მოლოცვას სასამართლოში

“პირველ რიგში, პროტესტს ვაცხადებ. გამოდის, რომ აქ უდანაშაულოები ვზივართ და დამამშავეები გარეთ არიან. ჩვენ ძალიან ამაყად ვზივართ აქ. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრევული დაბადების დღე მქონდა შარშან, როდესაც ოპერის სცენა არ დამითმო „ქართულმა ოცნებამ“ და ასობით ადამიანის მილოცვა მივიღე რუსთაველზე. წელს კი ვიღებ მოლოცვას სასამართლოში. ესეც ასევე დაუვიწყარი იქნება ჩემს კარიერაში.
როგორც წესი, ამ დღეს ბევრი მოლოცვაა მსოფლიოს ყველა კითხიდან, არა მარტო საქართველოდან. დღეს კი ამ დიდ პატივცემულ პროკურორებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ჩემს მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან საუბარი არ შემეძლოს. სიბოროტეს სიკეთით უნდა უპასუხო, ამიტომ პროკურორებო – ვაჟა და თამარ, მინდა, საჩუქარი გაგიკეთოთ და მადლობა გადაგიხადოთ. მე შემიძლია, ევროკომისიას მივწერო წერილი, რომ არ გამორჩეთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები დასასანქცირებელთა სიაში, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ, რადგან ჩვენ გვაქვს მაგალითი, რომ „ოცნების“ წარმომადგენლებსაც კი, გამორჩეულად ცუდ პერსონებს ჰყავთ ძალიან კარგი შვილები.
მე ვარ სახელოვნებო სფეროს ერთადერთი წარმომადგენელი რუსთავის N12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში არაერთ პოლიტიკოსთან ერთად და ყველაზე მძიმე მუხლებს მე მედავებიან. თქვენ გჯერათ, რომ საქართველოსთვის საფრთხეს წარმოვადგენ? თუ კი ასეა, მაშინ სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, შემდეგ დაბადების დღეს აუცილებლად ისევ რუსთაველზე შევდვხვდებით!“ — აცხადებს პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბრის საქმის სხდომაზე

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა