ექიმი ფსიქიატრი, ნათელა გამყრელიძე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ექიმი ფსიქიატრი, ნათელა გამყრელიძე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნათელა გამყრელიძე 65 წლის სამუშაო სტაჟის მქონე ექიმი იყო, ფსიქიატრიის მიმართულებით. მას მინიჭებული ჰქონდა ექიმი ფსიქიატრის უმაღლესი ხარისხი.

1952 წლიდან მუშაობდა რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ექიმ ფსიქიატრად;
2011 წლიდან – ნარკოლოგიის ინსტიტუტში, ექიმ ფსიქიატრად;
2012 წლიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სამეცნიერო და ფსიქიატრიული ექსპერტიზის მიმართულების ფსიქიატრი.
წლების განმავლობაში იყო მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის და ნარკოლოგიის სამეცნიერო ექსპერტთა საბჭოს კონსულტანტი. ნათელა გამყრელიძე 29 წლის მანძილზე ნერვოზების განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

ნათელა გამყრელიძე არის 8 სამეცნიერო შრომის ავტორი და თანაავტორი.