მედიაში ვრცელდება 18 წლის თავდამსხმელის ფოტოები, რომელმაც ბრიტანეთის კოლუმბიის ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლაში ცეცხლი გახსნა – სროლის შედეგად საერთო ჯამში, ათი ადამიანი დაიღუპა. მათი ასაკი ძირითადად 13-დან 17 წლამდეა. დაღუპულთა შორის ერთი მასწავლებელია.
თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა.
ირკვევა, რომ ცეცხლი 18 წლის ჯესი ვან რუტსელაარმა გახსნა. CTV News-ის ცნობით, ვიდრე სკოლაში სკოლაში სისხლის ღვრას მოაწყობდა, მანამდე ოჯახის წევრები – დედა, ჯენიფერი და ძმა, ემეტი საკუთარ სახლში ჩაცხრილა. შემდეგ კი სკოლაში გაემართა. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ფოტოებზე ჩანს, როგორ აღნიშნავს ის დაბადების დღეს და სადილობს ოჯახთან ერთად. ჯესი ვან რუტსელაარს ერთ-ერთ ფოტოზე თოფი უჭირავს და ბედნიერი პოზირებს.
- როგორც პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განმარტეს, ჯესიმ 12 წლის ასაკში აღმოაჩინა მისი ბიოლოგიური იდენტობა, წლების განმავლობაში ფსიქიატრთან დადიოდა.
გარდაცვალების დროს ჯენიფერს არ ჰქონდა მოქმედი ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზია.
ვინც ვან რუტსელაარს “მშვიდ ბიჭად“ აღწერენ, რომელიც ხშირად მარტო იჯდა კუთხეში.
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ მომხდარის გამო შოკირებულია.




