“იმედის” ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას ტოვებს

ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანამდებობას დატოვებს. არხი იუწყება, რომ 1 თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა.

“ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს”, – წერია არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.