FT: ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ გეგმა შეიმუშავა, თუ ორბანი უკრაინის საკითხს დაბლოკავს

ევროკავშირმა შეიმუშავა უნგრეთის ეკონომიკისთვის „ძირის გამოთხრის“ გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის დამდეგ სამიტზე უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას დაბლოკავს, იტყობინება Financial Times [FT] თავის წყაროებსა და გეგმის დოკუმენტზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, თუ უნგრეთის გამო უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა ვერ მოხერხდა, ევროკავშირის სხვა წევრები საჯაროდ განაცხადებენ, რომ ორბანის „არაკონსტრუქციული ქცევის“ გამო ვერ დაუშვებენ, რომ მისმა ქვეყანამ ბრიუსელისგან ფული მიიღოს.
გეგმა, რომელმაც ევროკავშირის დახმარების გარეშე უნგრეთის ეკონომიკა უნდა დაასუსტოს, ითვალისწინებს უნგრეთის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ვარდნას, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის შემცირებასა და ამით სამუშაო ადგილებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის ზიანის მიყენებას.
უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მისთვის არაა ცნობილი ასეთ გეგმებზე. მანვე ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი ზეწოლას არ დაემორჩილება და ბუდაპეშტისთვის მიუღებელია ევროკავშირის წევრებისთვის და უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის ერთმანეთთან დაკავშირება. მისივე თქმით, ბუდაპეშტმა ბრიუსელს გაუგზავნა წინადადება, რომლითაც წინასწარი თანხმობა განაცხადა უკრაინის დახმარებაზე, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ საკითხზე შეთანხმება პერიოდულად იქნება ხოლმე საჭირო, ხოლო უნგრეთს, სურვილისამებრ, გადაწყვეტილების შეცვლა შეეძლება.
უნგრეთი უკრაინის საკითხს ბრიუსელთან დაპირისპირებაში პირველად არ იყენებს. 2023-ის დეკემბერში, სთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე შეთანხმებისას, უნგრეთმა ეს გადაწყვეტილება არ დაბლოკა, იმავე დროს კი მიიღო ათი მილიარდი ევრო – იქამდე ევროკავშირისგან მისაღები დაბლოკილი დახმარების ნაწილი. ამავე დროს, უნგრეთს კვლავ რჩება მისაღები 20 მილიარდი ევრო, რაც ქვეყნის წლიური ბიუჯეტის ნახევარზე მეტია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს, რათა მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ადგილებიდან

ირაკლი კობახიძე – სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს – გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე