ირანი ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს

ირანი აცხადებს, რომ იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს და -ის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პოლიტიკური მიზნები აქვს, – ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
„ეს ბრალდებები შექმნილია კონკრეტული პოლიტიკური მიზნებით – რეგიონის რეალობის შესაცვლელად“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ქანაანმა.
შეგახსენებთ, გუშინ, იორდანიაში, სირიის საზღვართან, -ის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმის შედეგად, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 34 დაშავდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ბოევიკებმა განახორციელეს, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ. ჯო ბაიდენმა და თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები ამ თავდასხმას უპასუხებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს