ვიეტნამი რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს ყიდულობს

რუსეთის მედია აცხადებს, რომ ვიეტნამი დაახლოებით ხუთასი მილიონი დოლარის საფასურად რუსული წარმოების თორმეტი სუ ოცდაათი ტიპის სამხედრო თვითმფრინავის ყიდვას აპირებს. ამ ინფორმაციის თანახმად, ვიეტნამს თვითმფრინავებს რუსული სახელმწიფო სამხედრო ინდუსტრიის გიგანტი “როსობორონექსპორტი” მიაწოდებს. ხელშეკრულებას ხელი მიმდინარე წლის დასაწყისში მოეწერა. თვითმფინავების მიწოდება კი მომავალ წელს დაიწყება. ასევე ცნობილია, რომ ვიეტნამი რუსეთისგან ერთი მილიარდ რვაასი მილიონი დოლარის საფასურად ექვსი წყალქვეშა ნავის შეძენასაც გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს