ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:
,,რატომ მოუნდა უცებ მთელ ხელისუფლებას თავისი პროპაგანდისტების და ტრლ-ბოტების ჩათვლით ირაკლი კობახიძის ქება-დიდება, გასაგებია. ასეთი სინქრონის მიზეზი მხოლოდ ერთი რამ შეიძლება იყოს – ბიძინა ივანიშვილის ბრძანება, მაგრამ აი, იმან რატომ ჩათვალა, რომ მაინცდამაინც ახლა უნდა აქოს და ადიდოს ოცნების მმართველობის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული პრემიერი, ეგ ნამდვილად არ მესმის.
რაც მთავარია, ბიძინას ამბავი რომ ვიცი, ეს თავისუფლად შეიძლება ნიშნავდეს იმასაც, რომ კობახიძეს ამ ეტაპზე სრული კარტ-ბლანში აქვს, და, იმასაც, რომ ესაა “მურია აქეს და მგელს შეაჭამეს” პრინციპის ამოქმედების პირველი სტადია.“




