დმიტრო კულება – ევროპული საბჭოს 1-ელი თებერვლის სამიტთან დაკავშირებით დამაიმედებელი მოლოდინები არსებობს

ევროპული საბჭოს 1-ელი თებერვლის სამიტთან დაკავშირებით დამაიმედებელი მოლოდინები არსებობს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში ლიეტუველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ ერთობლივად გვაქვს დამაიმედებელი მოლოდინები 1 თებერვალს ევროპული საბჭოს უახლოეს სხდომასთან დაკავშირებით. არის პროგრესი ევროპული მშვიდობის ფონდის გახსნასთან დაკავშირებით, რომელზეც ვითარება დიდი ხნის განმავლობაში იყო დაბლოკილი ევროკავშირი ცალკეული წევრების პოზიციის გამო. მაგრამ განბლოკვაზე ვმუშაობთ და არის დამაიმედებელი ნაბიჯები ამ მიმართულებით,” – განაცხადა კულებამ.
მან აღნიშნა, რომ ლიეტუველ კოლეგა გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ასევე “კლასიკურ დღის წესრიგზეც” ისაუბრა, კერძოდ კი ევროკავშირსა და ნატოზე.
“აქ ერთნაირი მიდგომები გვაქვს, და ლიეტუვა, როგორც ორივე ინსტიტუციის წევრი, მაქსიმალურად გვეხმარება მათში წევრობისკენ გზაზე. განვიხილეთ გაყინული [რუსული] აქტივების, სანქციების საკითხები და ყველაფერი ის, რაც გაბედულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს”, – განაცხადა კულებამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ