საქართველოს ეწვევა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

დღეს, 26 იანვარს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი . საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა.
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში უკანასკნელად გასული წლის ოქტომბრის ბოლოს იმყოფებოდა. ის მონაწილეობდა აბრეშუმის გზის ფორუმში, რომელზეც ახალი ინიციატივა წარადგინა რეგიონული თანამშრომლობის შესახებ – „მშვიდობის გზაჯვარედინი“.
„მშვიდობის გზაჯვარედინით“ ფაშინიანმა აზერბაიჯანსა და თურქეთს საზღვრების გახსნა და ერთმანეთთან დაკავშირება შესთავაზა, სომხეთზე გამავალი რამდენიმე მარშრუტით.
ფორუმის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვიც. მხარეებს შორის სამმხრივი შეხვედრა საქართველოს პრემიერის, ღარიბაშვილის მასპინძლობით შატო მუხრანში გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებთან, ნიკოლ ფაშინიანთან და ალი ასადოვთან 26 ოქტომბერს გამართულ სამმხრივ შეხვედრას და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც შუამავალი, დაინტერესებულია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობითა და სტაბილურობით.
მანამდე, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, მაგრამ ეს ასევე მოითხოვს სომხეთის თანხმობას.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თანახმაა და რომ სამშვიდობო შეთანხმება ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, არ დაუშვებს „რუსულ კანონს“ – ძალიან სასაცილო, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან

პრემიერი- მადლობელი ვართ იმისთვის, რომ უცხოელი პარტნიორებისგან პირველად მოვისმინეთ მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით – რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, დეტალებში შემოსვლის როგორც აქამდე ეშინოდათ, დღესაც ასევე ეშინიათ