ხმაური და დაპირისპირება პარლამენტთან (ვიდეო)

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტთან – “ხალხის დადუმების მცდელობად” შეფასებული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გასულ ხალხს პოლიცია ტროტუარზე დგომას უზღუდავს.

ჩხუბი საკანონდებლო ორგანოს მიდებარედ მას შემდგე დაიწყო, რაც დემონსტრანეტებმა ჩიტაძის ქუჩაზე პარალამენტის შესასვლელთან გადაინაცვლეს და კანონების მხარდამჭერ დეპუატებს -“მონები”  და “რუსები” ეძახეს.

“პირველების” მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი, გოგა მემანიშვილი სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მშობლებს ტროტუარიდან გადასვლას აიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით ემუქრება. საბოლოო ჯამში ზვიად ცეცხლაძე პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა ტროტუარიდან.

კანონს არ იყენებენ, არაფერ არ იყენებენ, პირდაპირ შეტევაზე გადმოდიან. გადაგათრევთო, რას ქვია გადამათრევთ”- ამბობს ზვიად ცეცხლაძე. 

ასევე ძალის გამოყენებით დაატოვებინეს ტროტუარი სამოქალაქო აქტივისტს, მარიამ კვარაცხელიასაც.

არ ვაპირებ თქვენს ნებაზე სიარულს და მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილსი ნებაზე სიარულს. 24 წლის გოგოს რომ მემუქრებიან, ტროტუარზე ნუ დგახარ, თორე დაგიჭერო და თან ამაზე გეცინებათ, ეს არის სირცხვილი”, – მიმართა კვარაცხელიამ პოლიციელებს. 

  • პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნა. სწორედ დღეს არის დაგეგმილი გრანტების კანონპროექტის განხილვაც.

შეგახსენებთ, 28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ “ქართულ ოცნებას” ცვლილებები შეაქვს გრანტების შესახებ კანონში. ივანიშვილის გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტით, გრანტების კანონის დარღვევა 6 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს.

    • ცვლილებებით ზუსტდება გრანტის ცნება და გრანტად განისაზღვრება როგორც ფულადი, ისე ნატურალური დახმარება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ან საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის, ასევე ქვეყნის საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების, გატარების ან შეცვლის მიზნით, მათ შორის უცხო ქვეყნების ან პოლიტიკური პარტიების ინტერესებიდან გამომდინარე.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)