მედია: “2 ლაინერი ერთად იცურებს” – ლადო კახაძემ უნივერსიტეტების გაერთიანების ინიციატივას “კატამარანი” უწოდა

“ოცნების” დეპუტატი, ლადო კახაძე ირწმუნება, რომ უნივერსიტეტების გაერთიანება რომელიმე შთანთქმას არ გამოიწვევს, ივანიშვილის გუნდის დეპუტატმა განათლების კომიტეტის სხდომაზე სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანებას “კატამარანი” უწოდა და ამტკიცებდა, რომ “ოცნებსი” გადაწყვეტილება “2 ლაინერის ერთად ცურვას გამოწივევს”.

აქ არ იქნება შთანთქმა. ეს არის დიდი ოკეანე ცოდნის, მეცნიერების, განათლების. ეს არის დიდი ოკეანე, ჩვენ გვაქვს ორი დიდი ლაინერი. მოხდება ამ ორი ლაინერის გაერთაინება და ცალ-ცალკე ცურვის მაგირვად, კატამარანი იქნება. ერთი დიდი ამ მიზნის მისაღწევად, ორ დიდ ფუნდამენტზე ერთმანეთზე გადებული ხიდით ერთად სიარული, რომ პრესტიჟი აიწევს და გარანტიები მეტი იქნება”, – ამბობს ლადო კახაძე. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ “ქართულმა ოცნებამ” წინა კვირას მოულოდნელად განაცხადა. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ეს ამბავი სხვებზე ერთი დღით ადრე გაიგო.

უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები ამ იდეას აპროტესტებენ. უკვე რამდენიმე დღეა, ისინი ითხოვენ პასუხს, თუ რატომ გადაწყვიტა „ოცნებამ“ ორი ისტორიული უნივერსიტეტის გაერთიანება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აზრის მოსმენის გარეშე.

რაც შეეხება „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს, მას „ქართული ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

წყარო

 

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)