“ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ” – პარლამენტთან პროტესტია

“ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ” – ამ ლოზუნგით სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან “ოცნების” ახალ საკანონდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ.

საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან უამრავი ადამიანია შეკრებილი. პარლამნეტის შენობის  ყველა შესასველელს კი პოლიციელები აკონტროლებენ.

პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ “ოცნებამ” გრანტების კანონში ცვლილებები საზოგადოებრივი აზრი ბოლომდე ჩასახშობად შეიტანა.

  • პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნა. სწორედ დღეს არის დაგეგმილი გრანტების კანონპროექტის განხილვაც.

ბოლომდე ცდილობენ, რომ საზოგადეობრივი აზრი ბოლომდე ჩაახშონ და ეს კანონი ალბათ, ყველაზე მეტ დისკრეციულ უფლებას აძლევს სახელმწიფოს, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც უცხოეთში ჰყავს ოჯახის წევრი და ის ფულს გამოუგზავნის, გახდეს სახელმწიფოსგან დევნის მსხვერპლი. ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის ფიზიკურ პირზე, გახდება საბაბი, რომ სახელმწიფომ შენს წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა. სწორედ ეს არის “ოცნების” და ბიძინას მიზანი, რომ საზოგადოებრივი აზრი ბოლომდე ჩაახშონ და ეს კანონპროექტი იძლევა იმის უფლებას, ნებისმიერ მოქალაქეს მიუკაკუნოს კარზე და დააკავოს სურვილისამებრ”, – ამბობს დათა ქაშიაშვილი.

შეგახსენებთ, 28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ “ქართულ ოცნებას” ცვლილებები შეაქვს გრანტების შესახებ კანონში. ივანიშვილის გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტით, გრანტების კანონის დარღვევა 6 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს.

  • ცვლილებებით ზუსტდება გრანტის ცნება და გრანტად განისაზღვრება როგორც ფულადი, ისე ნატურალური დახმარება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ან საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის, ასევე ქვეყნის საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების, გატარების ან შეცვლის მიზნით, მათ შორის უცხო ქვეყნების ან პოლიტიკური პარტიების ინტერესებიდან გამომდინარე.

პირველივე სხდომაზე ასევე დაგეგმილია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებით კომისიას შექმნა.

პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილია “ზოგადი განათლების შესახებ“ და “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში ცვლილებები.

 

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)