სანდრო ბარამიძე – მე მგონია, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა თვითონ არ იციან, რა დაწერეს და რას უყრიან კენჭს

მე მგონია, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა თვითონ არ იციან, რა დაწერეს და რას უყრიან კენჭს, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ემიგრანტების ეშინია.

“მე მგონია, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა თვითონ არ იციან, რა დაწერეს და რას უყრიან კენჭს. ეს ეხება მათ შორის ემიგრანტების გადმორიცხულ თანხებს, ოღონდ არა მხოლოდ მათ, ეს ეხება, პრაქტიკულად, ყველას და ყველანაირ სფეროს, მათ შორის იმ საკონტაქტო ურთიერთობებსაც, როცა დამკვეთი ფულს იხდის იმისთვის, რომ შემსრულებელმა რაღაც სამუშაოები შეასრულოს.

ბუნებრივია, რომ ამ ადამიანების – ემიგრანტების ეშინიათ. სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ 13 წელში მილიონ ნახევარი ადამიანია გაქცეული საქართველოდან ძირითადად ეკონომიკური სიდუხჭირისა და პოლიტიკური დევნის გამო. ამ ხალხის ეშინიათ იმიტომ, რომ განსხვავებით აქ მცხოვრები ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებზეც სხვადასხვა სახით – ქურდული სამყაროს მეშვეობით თუ სხვა ხერხით და დაშინების მეშვეობით ემიგრაციაში მყოფ ქართველებზე ეს ბერკეტები ძალიან მცირე აქვთ”, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.