ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკთან „შუა დერეფნის“ საკითხები განიხილა

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკთან „შუა დერეფნის“ საკითხები განიხილა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონულ დირექტორს ჩარლზ კორმიერს შეხვდა, სადაც მინისორმა სტუმრებს ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები გააცნო.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, საერთაშორო საფინანსო კორპორაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის დეპარტამენტის მენეჯერი პატრიკ ავატო, ასავე, მსოფლიო ბანკის სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე, განხორციელებული და სამომავლო პროექტები ინფრასტრუქტურისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის კუთხით. საუბარი შეეხო საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: მიაქციეთ ყურადღება სიტყვას: „მოქალაქე“. პროკურატურა მალავს, რომ სინამდვილეში ეს „მოქალაქე“ მათი აგენტი-პროვოკატორია (რომლის ვინაობაც ვიცით) და ექიმს დანაშაულის პროვოცირება მოუწყეს

დავით ფანჯაკიძე – მინდა, რომ როცა დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი – ეს არის ნორმალური ქვეყანა