ანიტა ჰიპერი – გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე

საუბრები გრძელდება სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე , – ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა ბრიფინგზე განაცხადა.

ჰიპერის პასუხი ჟურნალისტის კითხვას მოყვა, თუ როგორ უპასუხებს ევროკავშირი “ქართული ოცნების” „მზარდ და მიმდინარე რეპრესიებს“.

“სამწუხაროდ, რასაც თქვენ ახსენებთ, არის ძალიან სამწუხარო უწყვეტი კურსის ნაწილი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” აირჩია ძალიან რეპრესიულ რეჟიმისკენ. დემონსტრანტების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების და ყველა თავისუფალი ხმის წინააღმდეგ, ვინც დემოკრატიას მოითხოვს.

აქამდე, რაც გავაკეთეთ, არის მუდმივი რეაგირება, თუნდაც პოლიტიკურ დონეზე. პოლიტიკური კონტაქტების დონე დავწიეთ, მაგრამ ასევე, შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისადმი 120 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის პირდაპირი დახმარება.

ასევე, შევაჩერეთ “ევროპული სამშვიდობო მექანიზმით” გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარება და 2025 წელს მეტი დახმარება არ იქნა დაგეგმილი.

ეს ზოგიერთი მაგალითია. რა თქმა უნდა, შიდა საქმეების მხრივ, [ევროპულმა] საბჭომ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა ქართველი დიპლომატებისთვის, ოფიციალური პირებისთვისა და მათი ოჯახებისთვის, ვისაც დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები გააჩნიათ, საუბრები გრძელდება სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე”, – განაცხადა ჰიპერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცბად გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი ყოფილა ოქსფორდი