რუსეთში, სავარაუდოდ, დრონით შეტევა იყო ნავთობის კიდევ ერთ ბაზაზე

ხანძარი იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის საპორტო ქალაქ ტუაფსეში მდებარე ნავთობის ბაზაზე. 24 იანვარს, ღამით გაჩენილ ხანძარს წინ უძღოდა რამდენიმე აფეთქება. ამის შესახებ რუსული ტელეგრამ-არხები „ბაზა“, „ასტრა“ და „112“ იუწყებოდნენ. მათივე ცნობით, ნავთობის ბაზაზე, სავარაუდოდ, დრონებით შეტევა იყო.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასახელების გარეშე განაცხადა, რომ ცეცხლი გაუჩნდა „ვაკუუმის დანადგარს“. ოფიციალური ცნობის მიხედვით, არავინ დაშავებულა.
დღეს დილით, კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძარი „მთლიანად ლიკვიდირებულია“. შტაბის თანახმად, ცეცხლი 99 მეხანძრემ ჩააქრო 31 ერთეული ტექნიკის გამოყენებით.
არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და არც უკრაინულ მხარეს ტუაფსეზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი არ უთქვამთ. ამასთან, ცნობილია, რომ გასულ ღამით, სამოქალაქო თვითმფრინავების „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ დროებით დაიკეტა სოჭის საერთაშორისო აეროპორტი. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ წერდა. ქალაქი ტუაფსე სოჭის ცენტრიდან 78 კილომეტრში მდებარეობს.
ბოლო დღეებში ხანძრები იყო რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის და ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცის ნავთობის ბაზებზე. უკრაინამ დაადასტურა, რომ ამ ობიექტებს დრონებით შეუტია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს