საზმაუს ყოფილი დირექტორი, გია ჭანტურია:
მოკლედ საზღვრამდე მოსული პროდუქტი 86 პროცენტით ძვირდებაო და ქოცალებმა დაიწყეს მარკეტების წყევლა
დავთვალოთ 100 ლარის სურსათი რომ მოადგა საზღვარს რა დაემატება:
1. საბაჟო გადასახადი – 12%
100 ლარი × 12% = 12 ლარი
პროდუქტის ღირებულება ხდება:
100 + 12 = 112 ლარი
2. დღგ – 18%
დღგ ითვლება საბაჟო ღირებულებაზე + საბაჟო გადასახადზე
112 ლარი × 18% = 20.16 ლარი
ჯამში:
112 + 20.16 = 132.16 ლარი
ეს არის ფასი უკვე განბაჟებული პროდუქტის.
3. ტრანსპორტირება (საზღვარი → თბილისი)
საშუალოდ (დამოკიდებულია მოცულობაზე, მაგრამ რეალისტურად)
ავიღოთ საშუალოდ: 5 ლარი
ფასი: 137.16 ლარი
4. საწყობი / ლოჯისტიკა / დანაკარგები
(დატვირთვა, გადმოტვირთვა, შენახვა, გაფუჭების რისკი)
დაახლოებით 3–5%
ავიღოთ 4% ≈ 5.5 ლარი
ფასი: 142.6 ლარი
5. იმპორტიორის მოგება, ანუ ვინც ჩამოიტანა ხომ უნდა მოიგოს, თივკის ბაბუა არაა:)
ჩვეულებრივ სურსათზე: 10–15%
ავიღოთ 12% ≈ 17 ლარი
ანუ იმპორტიორი ყიდის დაახლოებით:
159–160 ლარად
მაღაზიის მარკაპი
სუპერმარკეტებში:
15-20 პროცენტი
ავიღოთ 15 %
ანუ საბოლოოდ ეს 100 ლარი 185 ლარი გახდა!
ხო და ეხლა ვინ რას უნდა მოაკლოს? დისტრიბუტორმა მოგების გარეშე იმუშაოს თუ მაღაზიამ გაყიდოს უფასოდ? 
ამ ჯაჭვში ყველაზე მეტი მიაქვს სახელმწიფო გადასახადს დაახლოებით 30 პროცენტი! ხო და დაწიეთ ეხლა :)))




