ეს გეგმა წარუმატებლობისთვისაა განწირული, ბატონო ორბან, თქვენი პატრონი მოსკოვში 100 წელს ვერ გაძლებს, თუნდაც მზად იყოთ მას ყველა თქვენი ორგანო შესწიროთ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
სიბიგას განცხადება პასუხად მოჰყვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომ „მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინელების ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს“.
„ეს გეგმა წარუმატებლობისთვისაა განწირული, ბატონო პრემიერ-მინისტრო. თქვენი პატრონი მოსკოვში 100 წელს ვერ გაძლებს, თუნდაც მზად იყოთ მას ყველა თქვენი ორგანო შესწიროთ. და იმ დღეს, როდესაც უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება, ამ სათაურს ჩარჩოში ჩავსვამთ უკრაინის პარლამენტში, რათა გვახსოვდეს თქვენი ტყუილები შემდეგი 100 წელი“, – წერს სიბიგა.




