ოპოზიციის წარმომადგენლები ზაზა შათირიშვილის წერილს ივანიშვილის გუნდის საგარეო პოლიტიკური კურსის გაგრძელებად აფასებენ და აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპისა და „დიფ სთეითის“ თემა მიზანმიმართულად გამოიყენება დასავლური ინსტიტუციური წესრიგის დისკრედიტაციისთვის. მათი თქმით, მსგავსი განცხადებები ასახავს “ოცნების” ხელისუფლების ინტერესს, შეინარჩუნოს დამოკიდებულება რუსეთის პოლიტიკურ გავლენაზე და თავიდან აირიდოს დასავლური სისტემის მიერ დაწესებული წესები და პასუხისმგებლობა.
ივანიშვილს, რა თქმა უნდა, მთელი თავისი ფსონი დადებული აქვს პუტინის რუსეთის ხელისუფლებაზე. იქამდე, სანამ იქნება პუტინი ძალაუფლებაში და კრემლში, ივანიშვილი თვლის, რომ თვითონაც იქნება მისი ერთგვარი გუბერნატორი ამ რეგიონში და საქართველოს ერთპიროვნული და დე ფაქტო მმართველი. აქედან გამომდინარე, მათ და ამ პერიფერიულ ქოცებს, როგორიც “ფილოსოფოსები” და სხვები არიან, იმიტომ, რომ თვითონ პოლიტიკოსი ქოცები არ აკეთებენ ტრამპის საწინააღმდეგო განცხადებებს ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, მხოლოდ ამ პერიფერიული ქოეცბს აკეთებენინებენ ამ ტიპის განცხადებებს, რომ თითქოს ტრამპი ვიღაცის მძევალია და დიფ სთეითი მას მართავს და ა.შ., იმიტომ, რომ მთლიანობაში მათ, ერთი მხრივ, არ სიამოვნებთ, რა თქმა უნდა, პუტინის დასუსტება და მეორეს მხრივ, ძალიან არ უყვართ ინსტიტუციონალური წესრიგი, რომელიც არსებობს დასავლურ ცივილიზაციაში, – ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
ამავე საკითხზე ყურადღებას ამახვილებს ხატია დეკანოიძე, რომელიც რუსეთის მიერ საკუთარი მოკავშირეების დაუცველობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის პოლიტიკურმა დათმობებმა მოსკოვისგან რეალური მხარდაჭერა ვერ მოიტანა, რის შედეგადაც საქართველო კიდევ უფრო იზოლირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ამბობს, რომ რატომ არ იცავს რუსეთი საკუთარ მოკავშირეებს. ნამდვილად, იანუკოვიჩს ახსენებს, მადუროს ახსენებს, იქ ირანის რეჟიმს ახსენებს და ეს, როგორც ჩანს, მისი მტავარი კითხვა გამხდარა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ძალიან მართებულადაც. ბიძინა ივანიშვილი, როგორც აღმოჩნდა და როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, ის ჭეშმარიტ იზოლაციაშია, აშხაბადის დოქტრინამ არ იმუშავა, იმ დათმობებზე ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ რა დათმობებზეც წავიდა ივანიშვილი და ჩვენი ეროვნული ინტერესები დააზიანა, ეს რუსეთისგან მისი აღიარებისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი, ამიტომ ძალიან კონკრეტულად, ძალიან მართებულად აქვს ეს შეკითხვები, – ამბობს ხატია დეკანოიძე.
კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი ნიკა ფარულავა კი შათირიშვილის გზავნილებში ცდილობს დაინახოს ივანიშვილის ირიბი პოზიცია, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის დასუსტება გარდაუვალ პროცესად არის წარმოჩენილი, მაშინ როცა, მისი თქმით, რეალობა აჩვენებს, რომ თავად რუსეთი კარგავს გავლენებს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში.
თითქოს შეფარვით, მაგრამ მაინც ივანიშვილმა შათირიშვილის პირით თქვა, რომ ერთი – ტრამპი არის დიფ სთეითი, მეორე – ევროკავშირი იშლება და ამაში მოიტყუა. თითქოს გულისწყრომით, მაგრამ მაინც სინამდვილეში ეს თქვა, რომ კი, ევროკავშირი დაიშლება, მაგრამ რუსეთი მაინც შეინარჩუნებს მის გავლენებს, რაც ასევე ტყუილია, იმიტომ, რომ ყველა სტრატეგიული პარტნიორი რუსეთის სხვადასხვა ნახევარსფეროში იმდენად იქნა შესუსტებული და გავლენებდაკარგული, რომ რუსეთმა ვერაფერი ქნა, იგივე ვენესუელის მაგალითზე, იგივე ასადის რეჟიმის მაგალითზე, – ამბობს ნიკა ფარულავა.
ივანიშვილის ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც დონალ ტრამპს „დიფ სთეითის“ აგენტად აცხადებს.
წერილში შათირიშვილი ამტკიცებს, რომ გლობალურ პროცესებს არაფორმალური გავლენიანი ჯგუფები მართავენ, რომელთა მოქმედებებმა, მისი თქმით, ევროპა პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაასუსტა, ხოლო უკრაინის ომმა ეს პროცესები კიდევ უფრო დააჩქარა.




