ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განსახილველად 22 იანვარს ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი გაიმართება, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ევროკავშირის ლიდერების საგანგებო შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზე მოიწვია.
გამოცემის ინფორმაციით, საგანგებო სამიტი ბრიუსელში ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება.




