შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე საგამოძიებო ორგანოებს ჩაბარდა – ციხიდან (ვიდეო) გამოუშვეს მისი ძმა

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე საგამოძიებო ორგანოებს ჩაბარდა. “პირველების” ინფორმაციით, ვლადიმერ ხუნდაძის დაკავების პარალელურად საპატიმრო დატოვა მისმა ძმამ – კობა ხუნდაძემ, რომელიც საქართველოს რკინიგზის მაღალჩინოსანი იყო.

კობა ხუნდაძეს გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას, ფულის გათეთრებას ედავებოდა. მას მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა ირკვევა, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ დატოვა.

ხუნდაძეების ოჯახი უკავშირდება გრიგოლ ლილუაშვილის უახლოეს გარემოცვას. ამ ეტაპზე ოფიციალური უწყებებისგან არ არსებობს განმარტება, რის საფუძველზე შეიცვალა კობა ხუნდაძის სამართლებრივი სტატუსი.

“პირველები” დეტალების გასარკვევად ვლადიმერ ხუნდაძის ადვოკატს დაუკავშირდა, თუმცა უფლებადამცველმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების შესახებ მანაც შემთხვევით გაიგო.

როგორც გავიგე, ასე( თვითონ ჩაბარდა) და მისი ძმა გამოუშვეს და ეგ ჩაბარდა. მისი ძმა არ ვიცი რატომ გამოუშვეს. მისი ძმა გირაოთი გამოუშვეს, ეს კი ჩაბარდა. ყველა ადვოკატი ჩამოაშორეს, მათ შორის, მეც მითხრეს, თავი შეიკავეო. ეს მოხდა ერთი თვის, თვენახევრის წინ. მისი ძმა ხომ არის კობა, ის გაუშვესო გირაოთიო და ესო, ვლადიმერი კი ჩაბარდაო. ეტყობა, თავის თავზე აიღო. მკურნალობა ჩაიტარა, ოპერაცია ჩაიტარა და მერე ალბათ, რომ გაიგო ძმის დაპატიმრების ამბავი, რაღაცაში იყო საქმე და ჩამოვიდა და ჩაბარებულა. მე კი არ მომეწონა რომ ჩაბარდა, მაგრამ რა ვიცი, – ამბობს ზურაბ ტაბიძე “პირველებთან” სატელეფონო საუბარში.

“პირველები” ასევე გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატსაც დაუკავშირდა და ჰკითხა, დევს თუ არა საქმეში კობა ხუნდაძის ჩვენება.

ზოგადად, მე ვიცი ეს ხალხი. ხო, ეგ საინტერესოა. ეგ ჩვენთან ხომ არაფერ შუაშია და მე რატომ უნდა ვიცოდე. არ მაქვს უფლება, გესაუბროთ საქმის მასალებთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგადად, თქვენ რასაც ბრძანებთ, კობას ვიცნობ, ვიცი ვინც არის, მისი ძაც ვიცი ვინც არის. მეტი არაფერი შემიძლია, დაგიდასტუროთ. და ეს ინფორმაცია თქვენგან გავიგე. ე.ი. აღკვეთი შეუცვალეს კობას, ხომ? ვლადიმერ ხუდნაძეზე, როგორც ვიცი, ანალოგიურად იყო ბრალდება წაყენებული, თუ არ ვცდები, საერთოდ სხვა ეპიზოდზე, ფალსიფიკაციის თემაზე. ნამდვილად არ მსმენია, – ამბობს რობერ გრიგალაშვილი.