Amnesty International ირანში მსხვერპლთა შესახებ: აიძულებდნენ ოჯახის წევრებს მკვლელობა მომიტინგეებისთვის დაებრალებინათ. ემუქრებოდნენ, რომ ცხედრებს არ გადასცემდნენ

Amnesty International და Human Rights Watch აქ­ვეყ­ნე­ბენ ან­გა­რიშს, რო­მე­ლიც აღ­წერს იმ სი­სას­ტი­კეს, რისი გა­და­ტა­ნაც ირა­ნელ მო­მი­ტინ­გე­ებს ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უხ­დათ. ან­გა­რი­ში ასა­ხავს 8 იან­ვრამ­დე პე­რი­ოდს.

  • ან­გა­რიშ­ში ბევრ ნი­უ­ანსზეა სა­უ­ბა­რი, მათ შო­რის ვკი­თხუ­ლობთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა მო­მი­ტინ­გე­ებს “აჯან­ყე­ბუ­ლე­ბი” უწო­დეს და “სას­ტი­კი დარ­ბე­ვის” პი­რო­ბა და­დეს.

“2026 წლის 3 იან­ვარს, რო­დე­საც უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა სულ მცი­რე, 11 მო­მი­ტინ­გე მოკ­ლეს, უზე­ნა­ეს­მა ლი­დერ­მა, ალი ხა­მე­ნე­იმ გა­ნა­ცხა­და, რომ “აჯან­ყე­ბუ­ლებს თა­ვი­ან­თი ად­გი­ლი უნდა მი­უ­ჩი­ნონ”. იმა­ვე დღეს ლო­რეს­ტა­ნის პრო­ვინ­ცი­ის IRGC-ის კორ­პუს­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ტო­ლე­რან­ტო­ბის პე­რი­ო­დი დას­რულ­და და პი­რო­ბა დადო, რომ დას­ჯი­და აჯან­ყე­ბუ­ლებს და დე­მონ­სტრა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს”, – ვკი­თხუ­ლობთ Amnesty International-ის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, 2026 წლის 5 იან­ვარს, სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა და­ა­ვა­ლა პრო­კუ­რო­რებს, მო­მი­ტინ­გე­ე­ბის მი­მართ არ გა­მო­ე­ჩი­ნათ ლმო­ბი­ე­რე­ბა და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და­ეჩ­ქა­რე­ბი­ნათ.

Amnesty International წერს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ 28 მსხვერ­პლზე, რომ­ლებ­საც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით ჰქონ­დათ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აი­ძუ­ლებ­დნენ ზო­გი­ერ­თი მსხვერ­პლის ოჯა­ხის წევ­რებს გა­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ა­ში, რათა სიკ­ვდი­ლი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის­თვის მი­ე­წე­რათ, ან მკვლე­ლო­ბა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის­თვის და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ. და­ე­მუქრნენ შუ­რის­ძი­ე­ბით და ასე­ვე უთხრეს, რომ თუ არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ, მათ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს ფა­რუ­ლად დაკ­რძა­ლავ­დნენ და ცხედ­რებს არ გა­დას­ცემ­დნენ.

  • Amnesty International-მა და Human Rights Watch-მა და­ად­გი­ნეს, რომ მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ძი­რი­თა­დად მშვი­დო­ბი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა გა­და­ხე­დეს ზო­გი­ერთ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერს და ან­გა­რიშს, რომ­ლე­ბიც მი­უ­თი­თებ­და, რომ ზო­გი­ერ­თმა მო­მი­ტინ­გემ ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი ჩა­ი­დი­ნა, თუმ­ცა გა­ირ­კვა, რომ არ არ­სე­ბობ­და სი­ცო­ცხლის­თვის გარ­და­უ­ვა­ლი საფრ­თხე ან სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც გა­ა­მარ­თლებს სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლე­ბის მიერ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას.

Amnesty International-ისა და Human Rights Watch-ის მიერ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი რეპ­რე­სი­ე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად იყო ლო­რეს­ტა­ნი­სა და ილა­მის პრო­ვინ­ცი­ებ­ში.

ლო­რეს­ტა­ნის პრო­ვინ­ცი­ის მო­მი­ტინ­გემ Amnesty International-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ 2026 წლის 1 იან­ვრის სა­ღა­მოს, უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს მშვი­დო­ბი­ან მო­მი­ტინ­გე­ებს აზა­დე­გა­ნის მო­ე­დან­ზე, ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ოფის­თან. Amnesty International წერს ვი­დე­ოს შე­სა­ხებ, სა­დაც მათი ცნო­ბით, ჩანს რო­გორ ეს­ვრის სამ­თავ­რო­ბო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­მი­ტინ­გე­ებს. ხალ­ხის დაშ­ლის შემ­დეგ, ზო­გი­ერ­თი მო­მი­ტინ­გე ხე­ლახ­ლა შე­იკ­რი­ბა ახ­ლომ­დე­ბა­რე პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის გა­რეთ, სა­დაც უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა კვლავ გახ­სნეს ცე­ცხლი.

ილა­მის პრო­ვინ­ცი­ა­ში, მა­ლექ­შა­ჰი­ში მო­მი­ტინ­გემ Amnesty International-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ 2026 წლის 3 იან­ვრის შუ­ა­დღი­სას, ასო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე შო­ჰა­დას მო­ედ­ნი­დან ბა­სი­ჯის ბა­ზის­კენ გა­ე­მარ­თა. სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებ­მა ბა­ზის შიგ­ნი­დან ცე­ცხლი გახ­სნეს და ის­როდ­ნენ. სამი-ოთხი ადა­მი­ა­ნი მყი­სი­ე­რად მოკ­ლეს, ბევ­რი კი და­შავ­და. მო­მი­ტინ­გე­ე­ბი სრუ­ლი­ად შე­უ­ია­რა­ღებ­ლე­ბი იყ­ვნენ.

ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, სამი მო­მი­ტინ­გე – რეზა აზიმ­ზა­დე, ლა­ტიფ კა­რი­მი და მეჰდი ემა­მი­პუ­რი – მყი­სი­ე­რად მოკ­ლეს. კი­დევ ორი, ფა­რეს (მოჰ­სენ) აღა მო­ჰა­მა­დი და მო­ჰა­მედ რეზა კა­რა­მი, მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის­გან მოგ­ვი­ა­ნე­ბით გარ­და­იც­ვალ­ნენ.

კერ­მან­შა­ჰის პრო­ვინ­ცი­ის ჯა­ფა­რა­ბა­დის რა­ი­ონ­ში რეზა ღან­ბა­რი და ორი ძმა, რა­სულ კა­დი­ვა­რი­ა­ნი და რეზა კა­დი­ვა­რი­ა­ნი, 2026 წლის 3 იან­ვარს მოკ­ლეს.

  • ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლის თქმით, სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში ჩაც­მულ­მა სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც სამი თეთ­რი მან­ქა­ნით მი­ვიდ­ნენ, ტყვი­ე­ბი ეს­რო­ლეს ძმებს, რომ­ლე­ბიც გზის გა­და­კეტ­ვას ცდი­ლობ­დნენ მო­მი­ტინ­გე­ე­ბის ჯგუფ­თან ერ­თად.

ჩა­ჰარ­მა­ჰა­ლი­სა და ბახ­ტი­ა­რის პრო­ვინ­ცი­ებ­ში, აჰ­მად ჯა­ლი­ლი და სა­ჯად ვა­ლა­მა­ნე­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა მოკ­ლეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს 2026 წლის 1 იან­ვარს, ხოლო სო­რო­უშ სო­ლე­ი­მა­ნი ჰაფ­შე­ჯან­ში 2026 წლის 3 იან­ვარს. Amnesty International-მა და Human Rights Watch-მა შე­ის­წავ­ლეს მათი ცხედ­რე­ბის ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც ჩან­და ლი­თო­ნის ტყვი­ე­ბის ჭრი­ლო­ბე­ბის კლა­სი­კუ­რი ნი­მუ­შე­ბი.

ცნო­ბის­თვის, დღეს უკვე ატა­სო­ბით მოკ­ლუ­ლი მო­მი­ტინ­გის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი არ არ­სე­ბობს. ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, აბას არა­ღჩი ადას­ტუ­რებს, რომ ასო­ბით ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი. სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, მსხვერ­პლი შე­საძ­ლოა 12 000-დან 20 000-მდე იყოს. ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია ათა­სო­ბით დე­მონ­სტრან­ტი.

წყა­რო