მას შემდეგ, რაც ამ პარლამენტის პრეზიდენტი გავხდი, ჩემი მისიაა უზრუნველვყო, რომ ჩვენ მთელ მსოფლიოში თავისუფლებისთვის ბრძოლას დავუჭიროთ მხარი. სწორედ ამიტომ ვართ შეძრწუნებულები ირანში მიმდინარე მოვლენებით. არ შეგვიძლია, უმოქმედოდ დავრჩეთ, როდესაც ვხედავთ რეჟიმი იყენებს ძალადობას იმის ჩასახშობად, რასაც ჩვენ ფუნდამენტურ თავისუფლებებად მივიჩნევთ. სინამდვილეში, ეს უნივერსალური თავისუფლებებია და სწორედ ამიტომ გადავდგით ნაბიჯი, რათა ირანელ დიპლომატებსა და რეჟიმის წარმომადგენელ პერსონალს ევროპარლამენტში შესვლა ავუკრძალოთ.
ჩვენ ვნახეთ ძალადობა, ვნახეთ მკვლელობები, ეს არ არის ის, რასაც ჩვენ შევეგუებით. ირანულმა საზოგადოებამ ჩვენგან სოლიდარობა, დახმარება მოითხოვა. თუმცა, კიდევ კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ, გავაძლიეროთ სანქციები და ირანის ისლამური რევოლუციის კორპუსი ტერორისტების სიაში შევიყვანოთ. ვფიქრობ, ევროკავშირს ოქროს მომენტი აქვს, რათა აჩვენოს თავისი სიმტკიცე, ძალა და ასევე სიცხადე. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფლებას. ეს არის ყველაფრის ფუნდამენტური საყრდენი, რომელზეც ჩვენი კავშირი ავაშენეთ. ვფიქრობთ, რომ 2026 წელი უნდა იყოს წელი, როდესაც დიქტატურები დასრულდება“ – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.




