ირანის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე ნუცა მახარაძე დააკავეს

ირანის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე ნუცა მახარაძე დააკავეს – როგორც ადგილიდან “პირველების” კორესპოდენტი იუწყება, სამოქალაქო აქტივისტს პოლიცია უყვიროდა და გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდა.

  • თბილისში მდებარე ირანის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ საქართველოში მცხოვრებ ირანის მოქალაქეებს უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ცოტა ხნის წინ შეუერთდნენ. 

დაკავაბამდე რამდენიმე წუთით ადრე ნუცა მახარაძემ კომენტარი “პირელებს” მისცა.

წარმოუდგენელია რასაც ვუყურებთ ამ დღეების განმავლობაში რასაც ვუყურებთ, ირანში რაც ხდება და ქართულ პოლიციას ის ადარდებს, რომ ვაკეში ცოცხალმა ადამიანებმა, საღსალამათებმა შეფერხებით არ გაიარონ და არ შეექმნათ დისკომფორტი. ეს არის მათი მთავარი საზრუნავი და ეს არის სამარცხვინო. მთელი ქვეყანა გარეთ უნდა იდგეს, მთელი ქვეყანა ამ მებრძოლ, თავისუფალ ხალხს უნდა ედგეს გვერდში სოლიდარობით და ქართული პოოლიცია, როგორც ყოველთვის არის სამარცხვინო აზრებში გამყარებული და იცავს ვაკელებმა რომ კარგად გაიარონ ქუჩაში. თავისუფლება, სოლიდარობა ირანელ, მებრძოლ ხალხს,” – უთრხა “პირველებს”  აქტივისტმა დაკავებამდე.