თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე მოკლულის მეზობელია, რომელსაც, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ამასთან, არსებული ინფორმაციითვე, მან გაქცევა მოახერხა და ამ დროისთვის პოლიცია სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




