თბილისში, ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდამჭერი აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა – ის სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს

თბილისში, ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდამჭერი აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა – ის სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს
გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილემ შეიტყო, რომ მისი ოჯახის წევრი, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მოკლეს
ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე ორი კვირაა გრძელდება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ხამეინეის რეჟიმმა აქციებზე, სულ მცირე, 12 000 ადამიანი მოკლა.