ევროკავშირი რუსულ ალუმინზე გეგმავს ემბარგოს დაწესებას – Politico

ევროკავშირი სანქციების მე-13 პაკეტის ფარგლებში რუსულ ალუმინზე გეგმავს ემბარგოს დაწესებას. ამის შესახებ Politico წერს.
სანქციების ახალ პაკეტში შეზღუდვები ბირთვული ენერგიასა და თხევად ბუნებრივ აირზე კვლავ ვერ ხვდება. ამის მიზეზი ევროკავშირის ქვეყნების არაერთგვაროვანი პოზიციაა. Росатом-ი უნგრეთისთვის 2 ახალ რეაქტორს აშენებს, ამიტომ უნგრეთი არ ეთანხმება ს ატომურ სექტორზე ემბარგოს დაწესებას; რუსული თხევადი ბუნებრივი აირი კი ბევრ ქვეყანაშია იმპორტირებული, მათ შორის ესპანეთში. ამიტომ, სანქციების მე-13 პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირი გეგმავს, ყურადღება გაამახვილოს არა რუსულ ექსპორტზე, არამედ რუსულ იმპორტზე.
Politico წერს, რომ ვინაიდან ალუმინის დნობის პროცესი უზარმაზარ ელექტროენერგიას მოითხოვს, ალუმინზე დაწესებული სანქციები ერთდროულად იქნება სანქციები ენერგეტიკის სექტორზეც.
გამოცემა წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნებს სანქციების ახალი – მე-13 პაკეტის შეთანხმება, ში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავისთვის, თებერვლის ბოლოს, სურთ.