გიორგი შარაშიძე – 20 ივნისის საქმე გახარიას წინააღმდეგ ივანიშვილის დაანონსებული პოლიტიკური და პირადი შურისძიების აღსრულებაა – ამ საქმის მასალების ნაწილს გრიფით საიდუმლო დაედო, ნათელია, რომ „ოცნებას“ აქვს დასამალი

20 ივნისის საქმე გახარიას წინააღმდეგ არის ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ დაანონსებული პოლიტიკური და პირადი შურისძიების აღსრულება,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, გიორგი შარაშიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც შარაშიძე აღნიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ ამ საქმის მასალების ნაწილს გრიფით საიდუმლო დაადო და ისმის კითხვა, რა აქვს დასამალი ხელისუფლებას და ვის აფარებს ხელს.
„გახარიამ ღირსეულად მოახერხა და მოძალადეებისგან, მეამბოხეებისგან დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ახალ უბედურებაში არ შეიყვანა ქვეყანა,” – გახარიაზე, 2019. „სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც“, – გახარიაზე, 2024. ცხადია, 20 ივნისის საქმე გახარიას წინააღმდეგ არის ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ დაანონსებული პოლიტიკური და პირადი შურისძიების აღსრულება. გახარიას ედავებიან ადამიანების დაზიანების ორგანიზებას, მაშინ, როდესაც 20 ივნისს ადამიანები დაზიანდნენ რეზინის ტყვიებით, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია.
შეგახსენებთ, რომ „ოცნებამ“ ამ საქმის მასალების ნაწილს გრიფით საიდუმლო დაადო. მიუხედავად გახარიას ადვოკატის მოთხოვნისა, საქმის მასალები სრულად გასაჯაროებულიყო, პროკურატურა უარს აცხადებს. ნათელია, რომ „ოცნებას“ აქვს დასამალი და ისმის კითხვა, რა აქვს დასამალი „ოცნებას“ და ვის აფარებს ხელს?“,-წერს გიორგი შარაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კობახიძე რატომ არ ყიდულობს ამ დაბალფასიანს? რატომ არ ჭამს ამ ფასიანს, ხომ ვარგა? ჩემი მეზობელი, მეგობარი, ნათესავი რასაც ჭამს, იმას რატომ არ ჭამს, თუ კაია? მილიონიანი მანქანა რომ ჰყავს, წამოვიდეს, ვაყიდინებ პრიუსს…