რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე და კიევის ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლის შესახებ იუწყება.
დრონებით შეტევა შუაღამისთვის დაიწყო.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე 5 იანვარს გამთენიისას გამოქვეყნებული ცნობებით, ობოლონსკის რაიონში დაზიანებული სახლიდან ევაკუაცია გახდა საჭირო. დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კიევის ამავე რაიონში დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულება.
კიევის ოლქის ფასტოვის რაიონში ერთი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ იუწყება ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიკოლა კალაშნიკი. მისი ინფორმაციით, 1951 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი ნაპოვნია მის სახლში, რომელსაც შეტევისას ხანძარი გაუჩნდა.
კალაშიკის თანახმად, ფასტოვის რაიონში დაზიანებულია შვიდი კერძო და ერთი მრავალბინიანი სახლი, საწარმოო შენობები და საწყობები. ენერგომომარაგება შეუწყდა კიევის ოლქის ქალაქ სლავუტიჩს.
ფორუმი




