ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. გუბერნატორის განცხადებით, სასტუმროზე დრონებით თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. გუბერნატორის განცხადებით, სასტუმროზე დრონებით თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
„შავი ზღვის სანაპიროზე, კაფესა და სასტუმროზე თავდასხმა სამი დრონით განხორციელდა. 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 24 კი დაიღუპა“, – დაწერა ე.წ. გუბერნატორმა, ვლადიმერ სალდომ „ტელეგრამის“ არხზე.
სალდოს ცნობით, მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა დილით მოახერხეს. „უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმა ს რეჟიმის ტერორისტულ ბუნებას ავლენს“, – დაწერა სალდომ.