რეგულაცია ისევ, ამჯერად თითქმის 2 წლით გადავადდა და შორ მანძილზე მგზავრების გადაყვანა მიკრაოვტობუსებს მთელი 2026 წლის მანძილზე შეეძლებათ.
საქმე ის არის, რომ ხვალიდან აკრძალვა ძალაში უნდა შესულიყო, თუმცა საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტით ირკვევა, რომ:
· თბილისი-ბათუმის ხაზი: აქ მომუშავე მიკროავტობუსებისთვის წესები ძალაში შედის 2027 წლის 1 ივნისიდან.
· სხვა ყველა ქალაქთაშორისო ხაზი: ყველა სხვა მიმართულებაზე (მაგ. თბილისი-ქუთაისი, ზუგდიდი-თბილისი და ა.შ.) რეგულაცია ამოქმედდება 2027 წლის 1 დეკემბრიდან. მანამდე მათზე ეს შეზღუდვები არ გავრცელდება.




