ზელენსკის ვიზიტისას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი გვაქვს – ტრამპი

ზელენსკის ვიზიტისას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი გვაქვს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, ამის კარგი შანსი გვაქვს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, შეთანხმების მიღწევა როგორც ს, ისე რუსეთსაც სურს.
„ვფიქრობ, ახლა მათ [] ამის გაკეთება სურთ და ვფიქრობ, ეს რუსეთსაც სურს. მაგრამ ყოველთვის, როცა ამის გაკეთება ერთს სურს, მაშინ მეორეს აღარ სურს“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.
ტრამპის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულება რთული აღმოჩნდა.
„რვა ომი დავასრულე და ეს ყველაზე რთულია. თუმცა, ამასაც დავასრულებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
www.interpressnews.ge