უიტკოფისთვის „პროდუქტიული და კონსტრუქციული“ იყო პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრაც

-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარგზავნილმა სტივენ უიტკოფმა „პროდუქტიული და კონსტრუქციული“ უწოდა ს სპეციალურ წარმომადგენელთან კირილ დმიტრიევთან შეხვედრას, რომელზეც განიხილეს უკრაინის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო გეგმა.
დმიტრიევი 20-21 დეკემბერს მაიამიში შეხვდა უიტკოფს, პრეზიდენტ ტრამპის სიძეს, რუსეთსა და სთან მოლაპარაკებებში ჩართულ ჯარედ კუშნერს და თეთრი სახლის წარმომადგენელ ჯოშ გრიუნბაუმს.
სოციალურ ქსელ X-ში სტივენ უიტკოფის ოფიციალურ გვერდზე გასულ ღამით გამოქვეყნეული ტექსტის თანახმად, გარდა იმისა, რომ შეხვედრა პროდუქტიული და კონსტრუქციული იყო, ისევ ერთგულია ში მშვიდობის მიღწევისადმი და დიდად აფასებს -ის ძალისხმევას და მხარდაჭერას კონფლიქტის მოსაგვარებლად და გლობალური უსაფრთხოების აღსადგენად.
მანამდე უიტკოფმა „პროდუქტიული და კონსტრუქციული“ უწოდა მაიამიში, უკრაინის დელეგაციასთან გასული კვირის ბოლოს გამართულ შეხვედრასაც.
მაიამიში მოლაპარაკებას „კონსტრუქციული“ უწოდა დმიტრიევმაც. მან სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში მიანიშნა, რომ შემდეგი შეხვედრა შესაძლოა, მოსკოვში გაიმართოს. „მადლობა მაიამი. შემდეგ ჯერზე მოსკოვი”, – დაწერა დმიტრიევმა, რომელსაც ფოტოზე აცვია მაისური ანალოგიური შინაარსის ინგლისური წარწერით: Next time in Moscow.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას გასულ ღამით განუცხადა, რომ კირილ დმიტრიევი მოსკოვში ჩაიტანს „რაღაც სიგნალებს“, რომლებიც ამერიკელებმა უკრაინელებისა და ევროპელებისგან მიიღეს. „ამ ყველაფერს აქ განვიხილავთ, ვნახავთ, რისი მიღება შეიძლება, რისი მიღება არ შეიძლება კატეგორიულად“, – თქვა უშაკოვმა.
ამასთან, პუტინის თანაშემწის თანახმად, დმიტრიევისგან უკვე მაიამიდან იყო გარკვეული შეტყობინებები და წინადადებების უმრავლესობა „საკმაოდ არაკონსტრუქციულია“. უშაკოვის ინფორმაციით, პრეზიდენტ პუტინთან დმიტრიევს მოხსენებით ორშაბათს, 22 დეკემბერს ელოდებიან.
აშშ-ის მიერ ინიციირებულ სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც თავდაპირველად 28-პუნქტიანი იყო და მედიაში ნოემბრის მეორე ნახევარში გაჟონილი პროექტის თანახმად, დიდწილად რუსეთის მოთხოვნებს ასახავდა, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენელთა შეხვედრა ნოემბერშივე გაიმართა ჯერ ჟენევაში, შემდეგ კი ფლორიდის შტატში. გეგმა გარკვეულწილად შეიცვალა.
4-6 დეკემბერს მაიამიში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ ს სპეციალური წარგზავნილის, სტივენ უიტკოფის და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის შეხვედრა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვსა და გენშტაბის უფროს ანდრი ჰნატოვთან. ამერიკულმა მხარემ უკრაინას გადასცა განახლებული ვერსია, რომელზეც უკრაინამ პასუხი რამდენიმე დღეში დაუბრუნა. ამ შეხვედრას წინ უძღოდა უიტკოფის, კუშნერის და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა, რომელიც 2 დეკემბერს კრემლში გაიმართა.
14-15 დეკემბერს უიტკოფს და კუშნერს ბერლინში შეხვდა პრეზიდენტი ზელენსკი. 15 დეკემბერს, აშშ-უკრაინის მოლაპარაკების მეორე დღეს ბერლინში გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ათამდე სახელმწიფოს ლიდერებიც და ევროკომისიისა და ნატოს ხელმძღვანელები.
ბერლინში მოლაპარაკების შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსებს დონბასი სურთ, უკრაინის პოზიცია პრაქტიკული, რეალური და სამართლიანია და დონბასის მიცემას არ აპირებენ, ამერიკელებს კი სურთ კომპრომისი მოძებნონ და მათი წინადადებაა თავისუფალი ეკონომიკური ზონა. სამშვიდობო წინადადებებს შორისაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებიც.
ფორუმი