ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში – Pitti Immagine Bimbo-ში მიიღეს მონაწილეობა

„აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში – Pitti Immagine Bimbo-ში მიიღეს მონაწილეობა. ბავშვის ტანსაცმლის სექტორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენა იტალიის ქალაქ ფლორენციაში 17-19 იანვარს გაიმართა.
გამოფენაზე, რომელსაც 10 000 ვიზიტორი დაესწრო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე ბრენდის პროდუქცია იყო წარმოდგენილი. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით, გამოფენაზე საქართველოდან საკუთარი პროდუქცია წარადგინეს კომპანიებმა: „ლიმო“, კომბინიზონა“, „ჩიკატაი“, „ნიკოლი“, „რეტრო ქიდს“ და „სალ დე მოდი“.
საერთაშორისო ბაიერებით დატვირთულ გამოფენაზე ქართულმა პროდუქტმა დიდი ინტერესი დაიმსახურა. გალფის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის და ევროპის რამდენიმე ქვეყნის შემსყიდველები, ქართული საბავშვო ნაწარმით განსაკუთრებით დაინტერესდნენ. საქართველოში დამზადებული ტანისამოსი, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ეგზიტპოლებს ჩამოჩოთქამენ” მდინარაძე დათვლის, წილოსანი გააპრავებს სანამ მისი გონება გაწვდება. ლაშხი მასონებს და ილუმინატებს მოიგერიებს, შათირიშვილი დიფსთეითს დაცხებს…” – გიორგი ფოფხაძე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – აშშ-ის მხრიდან ისრაელისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის რადიკალურად დესტაბილიზაციას გამოიწვევს