ზელენსკი უმაღლეს რადას მრავალმოქალაქეობის ინსტიტუტის შემოღებას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტი უკრაინის უმაღლეს რადას მრავალმოქალაქეობის ინსტიტუტის შემოღებას სთავაზობს. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის ერთიანობის დღის 105 წლისთავთან დაკავშირებით მილოცვაში განაცხადა.
„დღეს უკრაინის უმაღლეს რადას წარვუდგენ საკვანძო კანონპროექტს, რომელიც კანონმდებლობაში ყოვლისმომცველი ცვლილებების გატარების და მრავალმოქალაქეობის ინსტიტუტის შემოღების საშუალებას იძლევა“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს „ყველა ეთნიკურ უკრაინელს და მათ შთამომავლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მისცემს საშუალებას, ჰქონდეთ ჩვენი მოქალაქეობა“. პრეზიდენტმა განმარტა, რომ მრავალმოქალაქეობაში ს მოქალაქეობა არ იგულისხმება.
პრეზიდენტის ინიციატივით, მრავალმოქალაქეობის ქონის უფლებით ისარგებლებს ყველა უკრაინელი, ვისაც ომის დროს ქვეყნის დატოვება მოუწია, ასევე უცხოელი მოხალისეები, რომლებიც უკრაინის გამარჯვებისთვის იბრძვიან.

ასევე დაგაინტერესებთ