აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინას მოუწოდებს, ომის დასრულების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით სწრაფად იმოქმედოს.
„ისინი რაღაცასთან ახლოს არიან, მაგრამ იმედი მაქვს, უკრაინა სწრაფად იმოქმედებს. იმედი მაქვს, უკრაინა სწრაფად იმოქმედებს, რადგან რუსეთი იქ არის და იცით, ყოველ ჯერზე, როცა მათ ძალიან დიდი დრო სჭირდებათ, რუსეთი იცვლის აზრს“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, შაბათ-კვირას მაიამიში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხედრა იგეგმება. აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი იქნებიან. რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში კი სუვერენული სიმდიდრის ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი იქნება.




