ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2 მარტიდან გაუქმდება

სადავო პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. მათი ფუნქციებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეითავსებს.
დღევანდელ, 17 დეკემბრის სხდომაზე უწყებების გაუქმების მომხრე 78-78 დეპუტატი იყო, წინააღმდეგ ხმა არავის მიუღია.
ანტიკორუფციული ბიურო 2023 წელს შეიქმნა. მისი შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმაში მე-4 რეკომენდაცია იყო და გულისხმობდა ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას. მოგვიანებით ანტიკორუფციული ბიუროს ზედამხედველობა გავრცელდა „აგენტების კანონზე“ (2024 წელს მიღებული, ფორმალურად „გამჭვირვალობის კანონი“) და „-ის ანალოგიურ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ (FARA).
პერსონალურ მოანცემთა დაცვის სამსახური კი 2022 წლის 1 მარტს შეიქმნა, მას შემდეგ, რაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. უწყების უფლებამოსილებების ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებული იყო სისხლის სამართლის დევნის დაწყება, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ამავე პარლამენტმა 24 ივნისს მიიღო კანონპროექტი, რომლითაც 1 ივლისიდან გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც.
ამ სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ერთ-ერთი იყო იმ ცხრა დავალებიდან, რომელთა საფუძველზეც ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ეს უწყება აგებდა პასუხს სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე. მისი ფუნქციები პროკურატურას გადაეცა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – კომისიის შექმნაზე უარის თქმით „ოცნება“ ხელს აფარებს მთავარ დამნაშავეს, ივანიშვილს აფარებენ ხელს – პროცესს სპექტაკლი და კორდებალეტი უწოდეს, მაგრამ ეშინიათ, რადგან შეგვეძლო მივსულიყავით, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანების გამცემთან