ცაგარელის ქ. N5-ში მრავალსართულიანი კორპუსის ნაცვლად, დასასვენებელი სივრცე მოეწყო – თბილისის მერია

საბურთალოს რაიონში, არჩილ ცაგარელის ქ. N5-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმებოდა, თუმცა მუნიციპალიტეტმა, მოლაპარაკების გზით, მისი ადგილმონაცვლეობა განახორციელა.
„საბურთალოს გამგეობამ აღნიშნულ ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოაწყო. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები. შედეგად, ადგილობრივ მცხოვრებლებს დასვენებისa და განტვირთვის სივრცე ექნებათ“, – განაცხადა მ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს