უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირის ე.წ. მოლაპარაკების პოზიცია სამ კლასტერთან დაკავშირებით ს გადაეცა

უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირის ე.წ. მოლაპარაკების პოზიცია სამ კლასტერთან დაკავშირებით ს გადაეცა
ლვოვში უკრაინულმა მხარემ ევროკავშირის ე.წ. მოლაპარაკების პოზიცია სამ კლასტერთანდაკავშირებით მიიღო, რაც უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი ტექნიკური სამუშაოების წარმოების საფუძველი გახდება.
როგორც უკრაინული მედია წერს, დანიის მთავრობის (რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა) გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა, მარი ბიერმა განაცხადა, რომ უკრაინას მიეწოდება ყველა ის მონაცემი, რაც კიევს სჭირდება კომისიასთან სამ კლასტერზეტექნიკური მოლაპარაკებებისთვის. მედიის ცნობით, ეს კლასტერებია: №1 („საფუძვლები“ – ეს მოიცავს დემოკრატიული პროცედურების, კანონის უზენაესობის და ა.შ. საკითხებს), №2 („შიდა ბაზარი“ – ყველაზე დიდი ჯგუფი) და №6 („გარე საქმეები“ – ყველაზე მარტივი ჯგუფი, სადაც უკრაინა სწრაფი პროგრესის მიღწევას ცდილობს).
ცნობისთვის, ტექნიკური მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ, უკრაინა და ევროკავშირი შეთანხმდნენ 10-პუნქტიან პრიორიტეტულ რეფორმების გეგმაზე, რომელიც კიევმა უნდა განახორციელოს. ისინი მოიცავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და კანონის უზენაესობის შესახებ დებულებებს.
1tv.ge