ევროკავშირის სახელმწიფოებს ლტოლვილების ხელახლა მიღებაზე უარის თქმის გამო ჯარიმები დაეკისრებათ – The Telegraph

ევროკავშირის სახელმწიფოებს ლტოლვილების ხელახლა მიღებაზე უარის თქმის გამო ჯარიმები დაეკისრებათ – საიმიგრაციო რეგულაციების ახალი პაკეტის ფარგლებში, ცვლილებების შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მთავრობებს, რომლებიც უარს იტყვიან თავშესაფრის მომთხოვნთა მიღებაზე, ერთ პირზე 20 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრება და ის იმ წევრ სახელმწიფოებს გადაეცემა, რომლებიც მზად იქნებიან, სქემის ფარგლებში, ახალი მიგრანტები მიიღონ.
The Telegraph-ის მონაცემებით, ბრიუსელის ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, კამათის მიზეზი გახდება რადგან ავსტრია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, და პოლონეთი უკვე ცდილობენ, რომ ამ სქემიდან თავის დაღწევის ნებართვა მოიპოვონ.
rustavi2.ge